ვახტანგ ბერიძე და ჯუმბერ დიმიტრაძე სოფელ ფაჩხის მოსახლეობას შეხვდნენ

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ დიმიტრაძე, სოფელ ფაჩხის მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
როგორც „კვირას“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას მერის წარმომადგენელი სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში, რაულ მახარაძე და სპეციალისტი, გენად ბილვანიძე ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე, მოსახლეობამ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები გააჟღერა და მათ მოგვარებაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს დახმარება სთხოვა. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ და, აგრეთვე, გააცნეს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმდინარე წელს გახორციელდება როგორც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე, კონკრეტულად, სოფელ ფაჩხაში“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები