მამუკა ბახტაძე: აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალსა და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ირაკლი კვარაცხელია

0

ჩართული გვყავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ირაკლი კვარაცხელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში” განაცხადა.

პრემიერმინისტრმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და მის მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.

„გასულ კვირას კიდევ ერთი ძალიან მძიმე და ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა – ჩვენი მოქალაქე, ირაკლი კვარაცხელია. ჩართული გვყავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და მის მეგობრებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი