თეა წულუკიანი: დღეის მდგომარეობით, 13 პატიმარი სხვადასხვა მოთხოვნით შიმშილობს

0

“დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა მოთხოვნით, 13 პატიმარი შიმშილობს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც მინისტრმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ამჟამად საპატიმროში 9870 თავისუფლება აღკეთილი პირია, მათ შორის მსჯავრდებული არის – 7933. „დღეის მდგომარეობით, 13 პატიმარი შიმშილობს სხვადასხვა მოთხოვნებით. 1-ლი აგვისტოს მონაცემებით, როდესაც ჩვენ გავერთიანდით 9986 პატიმარი იყო სისტემაში. აქედან 8343 იხდიდა სასჯელს, ხოლო 1643 ბრალდებული იყო. გუშინდელი მდგომარეობით, ჩვენ სისტემაში გვყავს 9870 თავისუფლებააღკეთილი პირი და აქედან მსჯავრდებული არის – 7933 . ბრალდებულთა რიცხვი არის ბევრად გაზრდილი -1937; თუმცა, მთლიანობაში, პატიმართა რიცხვის ზრდა არ ფიქსირდება. ამაზე ინფორმაციები იყო გავრცელებული და ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ზრდა გვაქვს ბრალდებულების ნაწილში და ღიად გეტყვით, რომ ეს უკავშირდება იმას, რომ სამართალდამცველი სტრუქტურები არიან მაქსიმალურად მობილიზებული დანაშაულთან ბრძოლაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი