მეხანძრე-მაშველების ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომზადება-გადამზადება საქართველოში იქნება შესაძლებელი

0

მეხანძრე-მაშველების ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომზადება-გადამზადება საქართველოში იქნება შესაძლებელი.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასწავლო ცენტრის სრულ რეორგანიზაციას გეგმავს.
მომზადება-გადამზადების პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში გახორციელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შექმნის სასწავლო პროგრამებს, მოდულებსა და კურიკულუმებს, რომლებიც ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების დირექტორატის რეკომენდაციებს დაეფუძნება.
13 ექპერტისგან შემდგარი ევროკავშირის შემფასებელი მისიის ერთკვირიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის შემფასებელი მისია ესტუმრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრსა და ქვეყნის მასშტაბით არსებულ სახანძრო-სამაშველო განყოფილებებს.
ევროკომისიის შემფასებელთა მისიამ დადებითი შეფასება მისცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ, ქიმიურ და ბირთვულ (ქბრბ) მორეაგირე ჯგუფის შესაძლებლობებს.
ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების დირექტორატის შემფასებელ მისიასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი