სადახლოში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს-გარდაცვლილი ეთნიკურად აზერბაიჯანელია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. 27 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მამაკაცი „მერსედესის“ მარკის საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით, საკუთარი იარაღით დაასრულა. ტრაგედია დღეს, დილის საათებში მოხდა. ცხედარი ადგილობრივებმა იპოვეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს მიმართეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები