თეა წულუკიანი: დანაშაულის პრევენციის ცენტრი და პრობაციის ეროვნული სააგენტო ერთიანდება

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის სისტემაში მოქმედი 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაერთიანების შესახებ განაცხადა.
„უახლოეს ხანში, გახორციელდება პრობაციის სისტემის რეფორმა, რომლის შედეგი იქნება პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის – ამ ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაერთიანება და, ასევე, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის რეფორმა. მთავარი აქცენტი კეთდება რესოციალიზაციაზე, რეაბილიტაციაზე, რომ ნაკლები დანახარჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის პირობებში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები