მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური განცხადება ჯვრის მონასტერის დაკეტვასთან დაკავშირებით

ჯვრის მონასტერის დაკეტვასთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. “კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“გვინდა გამოვეხმაუროთ, გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჯვრის მონასტრის დაკეტვას ეხება. მიუხედავად ღრმა პატივისცემისა დედა ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია კონფლიქტი საერო და საეკლესიო პირებს შორის. დღეისათვის არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება კონფლიქტი ღიად დარჩეს და არ მოიძებნოს კონსესუსი. გვინდა ავღნიშნოთ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და პირადად ბატონი მერის დამოკიდებულება ჯვრის მონასტრისა და მიმდებარე ტერიტორიის მიმართ. მოგახსენებთ, რომ ტერიტორია არ გახლავთ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში,მიუხედავად ამისა, ყველა ბერკეტი და საშუალება იქნა გამოყენებული მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის მხრიდან, რომ ზემოარნიშნულ ტერიტორიაზე იყოს წესრიგი, ტერიტორია მარაგდება წყლით და მაქსიმალური ძალისხმევა და შრომა იხარჯება,რათა ჩამოსულ სტუმრებსა და ვიზიტორებს არ შეექმნათ დისკომფორტი. უთანხმოების მიზეზის განხილვისას, რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია იმ ადამიანთა ბედი, ვინც ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობით არის დაკავებული. ვიმედოვნებთ დიდი რწმენა და ღვთის სიყვარული შედეგს გამოიღებს და ძალიან მალე ერი და ბერი ერთად აღავლენს ლოცვას მცხეთის ჯვრის მონასტერში”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები