ქვემო ქართლში, სალომე ზურაბიშვილმა სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დამია-გეურარხში სასათბურე მეურნეობა მოინახულა და დასაქმებულებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი რეგიონში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებით დაინტერესდა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას მცირე ბიზნესის როლს გაუსვა ხაზი.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია–გეურარხის სასათბურე მეურნეობა 2014 წელს გაისხნა. სათბური 2 ჰექტარ მიწის ფართობზეა აშენებული და მისი წარმოებადობა, წელიწადში, 300-400 ტონა ბოსტნეულს შეადგენს. სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, დაათვალიერა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში სახელმწიფოს ხელშეწყობით გახსნილი და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა – შპს „მზა ჩითილი”. მეურნეობაში, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 30 მილიონი ჩითილის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. საწარმოში, ჯამურად, 1 584 000 აშშ დოლარი ინვესტიცია გახორციელდა. კომპანია „მზა ჩითილი” ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ქართველ ფერმერებს დიდი რაოდენობის ბოსტნეულისა და ყვავილების ნერგებით ამარაგებს. აღინიშნა, რომ ანალოგიური საწარმო ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა და ქართველ მეწარმეებს მსგავსი ჩითილების შეძენა მხოლოდ უცხოეთიდან უწევდათ“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები