საქართველოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოსგან ინაუგურაციაზე მიწვევა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მას გამარჯვება პირადად მიულოცა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკოსთან საუბრისას, გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებამ უკრაინას სტაბილურობა უნდა მოუტანოს.
ქვეყნის პირველმა პირმა უკრაინელ კოლეგასთან ქართველი და უკრაინელი ხალხების ისტორიულ მეგობრობასა და კეთილმეზობლური კავშირის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პროგრესული ხელმძღვანელობის ლიდერობით უკრაინა და საქართველო ერთად განაგრძობენ სვლას ევროპული ინტეგრაციის ისტორიულ გზაზე. თავის მხრივ, პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მილოცვისთვის და გიორგი მარგველაშვილი ინაუგურაციაზე მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები