რატი იონათამიშვილი: თანამდებობაცა და გუნდის წევრობაც, პირველ ყოვლისა, პასუხისმგებლობაა

პარლამენტის წევრი, რატი იონათამიშვილი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, თანამდებობაცა და გუნდის წევრობაც, პირველ ყოვლისა, პასუხისმგებლობაა. „ჩემთვის ძალიან უცნაური და ცოტა უხერხულიცაა – როდესაც ტოვებ უმრავლესობასა და გუნდს, ელემენტარული პრინციპია, რომ, ამ შემთხვევაში, თანამდებობა მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. მე თუ ოდესმე ეს გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ არანაირი თანამდებობა მიღირს არაფრად იმიტომ, რომ თანამდებობაცა და გუნდის წევრობაც, პირველ ყოვლისა, არის პასუხისმგებლობა და, ერთ პასუხისმგებლობას გავექცე და მეორე პასუხისმგებლობას გამოვებღაუჭო, მე მგონია, რომ არ არის სწორი და, ამ შემთხვევაში, გულწრფელები და მართლები არ ვიქნებით – პირადი ინტერესების გამო გადავწონით სხვა რაღაცას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტის წევრი სხდომაზე რეგლამენტთან და პროცედურებთან გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები და მიდგომები ხელს უწყობს არაჯანსაღი სტანდარტების დამკვიდრებას, რაც, მისივე თქმით, იმაში გამოიხატება, რომ პიროვნული თვისებები უფრო მაღლა დგას, ვიდრე – ქვეყნის, გუნდის და, თუნდაც, იმ ვალდებულებების, რაც მათ აქვთ, როგორც დეპუტატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები