სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა უნდა არსებობდეს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა უნდა არსებობდეს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტი კონკრეტული საკითხების განხილვაში ვერ ჩაერევა. „მნიშვნელობა არ აქვს კანონპროექტს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიმართ უნდა არსებობდეს ნდობა. კონკრეტული საკითხების განხილვაში პრეზიდენტი ვერ ჩაერევა“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი სამ კანონპროექტს განიხილავს, მათ შორისაა – საპარლამენტო უმრავლესობის, „ევროპული საქართველოს“, ასევე – ეკა ბესელიასა და კიდევ რამდენიმე დეპუტატის ავტორობით მომზადებული კანონპროექტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები