ეკა ბესელია: ზარდიაშვილი, მდინარაძე და ოხანაშვილი კოლექტიური და თანამედროვე შარიკოვების ჯგუფია

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, გუშინდელ სხდომაზე მომხდარი კამათის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნათლად გამოჩნდა ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის პერიოდის მართლაც ზონდერები და რეჟიმის ჭანჭიკები, იმავე მეთოდით მოქმედებენ დღესაც. ​დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილს, მამუკა მდინარაძესა და ანრი ოხანაშვილს „ქართული ოცნების“ მესაფლავეები უწოდა. „აბსოლუტურად ვეთანხმები გედის განცხადებას. ეს არის კოლექტიური და თანამედროვე შარიკოვების ჯგუფი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა და გააბითურა „ქართული ოცნების“ იდეა. გუშინ ჩანდა, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის პერიოდის მართლაც ზონდერები და რეჟიმის ჭანჭიკები, დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობენ, მაგრამ ასრულებენ ზუსტად იმავე დავალებებს და იმავე მეთოდით მოქმედებენ საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, როგორც მანამდე. გუშინდელი დღის შემდეგ კითხვა, თუ რატომ წავედით ჩვენ „ქართული ოცნებიდან“, არავის უნდა დარჩეს. ეს ადამიანები მართლა თავიდან ფეხებამდე არიან კორუფციაში ჩაფლულები და სასამართლოს სისტემას იყენებენ პირადი კომერციული ბიზნესინტერესებისთვის; ვგულისხმობ, პირველ ყოვლისა, ზარდიაშვილი – მდინარაძის ჯგუფს. პირველად მათგან გავიგე სიტყვა ბუღალტერია, რაც, როგორც მერე გავარკვიე, არის შუამავლობა პარლამენტსა და სასამართლოს შორის. ეს ადამიანები ბედავენ და ვინმეს მიმართ იშვერენ ხელს. მე არასდროს დავალ მათ დონემდე, მათი სალაპარაკო ენა არის განსხვავებული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა და ეკა ბესელიამ, გუშინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იკამათეს. ბესელიამ სხდომაზე ზარდიაშვილს მიმართა, რომ კორუფციაში ხელებს თავად აფათურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები