რომელმა დეპუტატებმა აარიდეს შვილები სავალდებულო სამხედრო სამსახურს-“გირჩი” “ნაცმოძრაობის” სიას აქვეყნებს

0

„გირჩმა“ „ნაცმოძრაობის“ წევრებისა და იმ დეპუტატთა სია გამოაქვეყნა, რომელთა შვილებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს
„გირჩმა“ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისა და ორი მოწვევის პარლამენტის იმ დეპუტატთა სია გამოაქვეყნა, რომელთა შვილებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა უწევდათ, მაგრამ ჯარში არ წასულან.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ახალგაზრდები დავიხსნათ სახელმწიფოს ბოროტი მარწუხებისგან. სწორედ ამ მიზნით, ზუსტად ორი წლის წინ, შეიქმნა „ბიბლიური თავისუფლება“, რომელმაც, დღეის მდგომარეობით, 15 000-ზე მეტი ახალგაზრდა იხსნა ცხოვრების დანგრევისგან, სხეულის დასახიჩრებისგან, „დედოვშჩინისგან“. ოპოზიციურობასა და პროდასავლურობაზე პრეტენზიის მქონე პარტიის მხრიდან თავდასხმა ერთ-ერთ რელიგიურ ორგანიზაციაზე, როდესაც ამ კონფესიის წარმომადგენლებთან მიმართებით ხელისუფლება აპირებს, გაახორციელოს ცალსახად დისკრიმინაციული შეტევა, ჩვენი აზრით, არის სამარცხვინო და აჩვენებს, რამდენად შორს არის ეს პარტია სინამდვილეში დასავლური ღირებულებებისგან. „ბიბლიური თავისუფლების“ დაარსების დღიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არაერთხელ მოუმართავთ ჩვენთვის დახმარების თხოვნით, რათა მათი შვილები და ოჯახის წევრები დაგვეხსნა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან. ჩვენი აზრით, ამორალურია, როდესაც პარტიასა და მის მომავალ თავმჯდომარეს აქვს ასეთი პოზიცია „ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობის მიმართ მაშინ, როცა მათ შვილებს არ მოუხდიათ სავალდებულო სამხედრო სამსახური.
ჩვენი რელიგია კი არ არის ცრუ, ეს ადამიანები და მათი მორალია ცრუ და ყალბი. ისინი საჯაროდ ქადაგებენ ერთს. ყალბი პატრიოტული რიტორიკით ადამიანებს ჯერ მოუწოდებენ, ხოლო ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, პოლიციის ძალით, აიძულებენ, ერთი წელი მონასავით გაატარონ, ვითომ „სახელმწიფო სამსახურში“. ყოველი არჩევნების წინ, თუ რელიგიურ დღესასწაულებზე, საპატრიარქოსა და ეკლესიებში დარბიან ნახევარმეტრიანი სანთლებითა და კდემამოსილი სახეებით ვითომ სიკეთესთან თანასაზიარებლად. ამავე დროს, საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებით, სარგებლობენ სრულიად სხვა მორალური პრინციპებით – სისტემას უმალავენ ოჯახის წევრებს. ორი დღის წინ, ჩვენ გამოვაქვეყნეთ ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის წევრებისა და „ოცნების“ მთავრობის წევრების სია, რომელთა ოჯახის წევრებსაც უწევდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა და არ გაუვლიათ.
დღეს, ვაქვეყნებთ წინა ორი მოწვევის პარლამენტების დეპუტატების სიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის იმ წევრების სიას, რომელთა შვილებსაც, ჩვენი ინფორმაციით, ასევე უწევდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, მაგრამ ჯარში არ წასულან.
შესაძლოა, ამ სიაში არსებულ პირთაგან რომელიმეს გავლილი აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური და ჩვენ არ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, რის გამოც წინასწარ ვუხდით ბოდიშს და ვთხოვთ ამ ინფორმაციის გასაჯაროებას. ასევე, წინასწარ ბოდიშს ვუხდით იმ პირებს, რომელთაც, შესაძლოა, აქვთ სამხედრო სამსახურთან შეუთავსებელი ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთა შესახებ ჩვენ არ ვიცით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
რაც შეეხება სიას, მასში შევიდნენ: მიხეილ სააკაშვილი, ალექსანდრე ლომაია, დიმიტრი შაშკინი, გელა ბეჟუაშვილი, კონსტანტინე კემულარია, ალექსი ალექსიშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, ვალერი ჩეჩელაშვილი, ვანო მერაბიშვილი;
მეექვსე მოწვევის პარლამენტარები: ნაზი არონია, ვან ბაიბურტი, მერაბ ბოცვაძე, გიორგი გეგელაშვილი, იური გოგელია, ზვიად გოგიტიძე, ვლადიმერ გუცაევი, ალექსანდრე ზარნაძე, ალბეგ ზურაბიანი, გოჩა თევდორაძე, გია თორთლაძე, იოსებ კარდანახიშვილი, როლანდ კემულარია, რომან კობახიძე, იაგო კუბლაშვილი, ნუგზარ მგელაძე, ალექსანდრე მენაბდე, მიხეილ მენთეშაშვილი, ალექსანდრე მირზაშვილი, რევაზ მიქაძე, გია ნუცუბიძე, ვლადიმერ პაპავა, არნოლდ ჟვანია, მელიქ რაისიანი, ზაზა რევიშვილი, ნოდარ საბანიძე, ედვარდ სურმანიძე, გოჩა ქურდაძე, ზურაბ შხვაცაბაია, ნიკოლოზ ჩუბინიშვილი, თეიმურაზ ჭეიშვილი, მამუკა ჭოხონელიძე, კობა ხაბაზი, თამაზ ხიდეშელი, მერაბ ხურციძე, როინ ჯანაშია, გრიგოლ ჯოჯუა.
მეშვიდე მოწვევის პარლამენტი: ნუგზარ აბულაშვილი, ანდრო ალავიძე, კობა ბადაგაძე, ბეჟან ბუცხრიკიძე, ემზარ გელაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ასლან თავდგირიძე, კობა კურდღელაშვილი, ავთანდილ ლეკაშვილი, გელა ლონდარიძე, შოთა მალაშხია, ვახტანგ მარტოლეკი, ლაშა მინდელი, დევი ოვაშვილი, თამაზ პეტრიაშვილი, გიორგი როინიშვილი, მერაბ სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი, გიორგი ტალახაძე, როლანდ ფიფია, სამსონ ქუთათელაძე, გიორგი ღვინიაშვილი, ისვახან შამილოვი, გოჩა შანიძე, იაშა შერვაშიძე, გიორგი ჩივიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, თეიმურაზ წურწუმია, დავით ჭავჭანიძე, ეკატერინე ხერხეულიძე, ბეჟან ხურციძე, ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი.

კომენტარები

კომენტარი