თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა გლდანის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება: ზაჰესის დასახლების, ავჭალის გზატკეცილის, ბარისახოს, ანდრონიკაშვილის, ხანძთელის, ტრაპაიძის, სხვიტორისა და უწერის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ამასთან, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის, მარატ ნოზაძისა და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ხოლო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის „ა“, IV, V, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის გამზირის, თიანეთის, ხევძმარის, მამკოდოს, ტაბიძის, ქერჩის, ვეკუას, წყალსადენის, ლაზოს, ზარზმის, ილორის, მონასტრის, გელა ჭედიას, ალექსანდრე წერეთელის, კუპატაძის, ხიზაბავრის, ვასაძის, შუშის, ტაძრის, ხერგიანის, დავით სარაჯიშვილის, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გაგარინისა და ვართაგავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის გამზირის, წყალსადენის, ლაზოს, ზარზმის, ილორის, მონასტრის, გელა ჭედიას, ალექსანდრე წერეთელის, კუპატაძის, შუშის, ტაძრისა და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, ხომლელის, კალოუბნისა და აეროდრომის დასახლების VII, VIII, X, XI ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, ქვემო მეტალურგების დასახლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, საავიაციო ქარხნის დასახლების, გიგინეიშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, ალიხანაშვილის, თეკლა ბატონიშვილის, კვირიკაშვილის, გაიოზ რექტორის, ვლადიმერ აღნიაშვილის, დავით ყიფიანის, ქინძმარაულის, გარდაბნის, ქუთათელაძისა და მელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, ბარათაშვილის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ვაჩნაძის, პუშკინის, გუდიაშვილისა და ეროსი მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქა-ავშნიანის დასახლებისა (ნაწილობრივ) და ქსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კეკელიძისა და პეტრიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კვალეთის მოედნის, გედევანიშვილის, რაზიკაშვილის, კვალეთის, რუისის, საინგილოს, ფშავის, კაიშაურის, სამრეკლოს, ახალუბნის, ნაქერალის, რუისპირის, გუმბრის, ოძისის, შაქრიანის, ნიაბის, სომხეთის, ბეთანიის, შილდის, გოლოვის, კვესეთის, მუჯირიშვილის, თეძამის, მიხეილ მრევლიშვილის, კიკეთის, ბეღლეთის, გალავნის, სამხედროს, დომიკინა ერისთავის, განთიადის, ჟონეთის, ბზიფისა და სათემოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გუდაუთის, ელიავასა და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის, იმედაშვილის, ოდიშელიძის, ისაკაძის, ჩერქეზიშვილის, სახოკიას, გაგარინის, არდაზიანის, შარტავას, ოჩამჩირის, არშბას, ზოვრეთის, ოდისის, ზემო ვეძისისა და მგალობლივშილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები