2018-2019 წლებში ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა 189 ცხოველი გადაარჩინეს

მეხანძრე-მაშველებმა 2018-2019 წლებში ხანძრისას საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 189 ცხოველი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მეხანძრე-მაშველებმა შინაური ცხოველები გადაარჩინეს გუშინ ღამითაც. მათ დიდ დიღომში არსებული ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ორი პატარა ლეკვი უვნებლად გამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები