პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება. შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის შედგენის სავარაუდო ღირებულება 50 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პარლამენტთან მდებარე შადრევნის სატუმბი სადგური მდებარეობს მიწისქვეშ, ატმოსფერული ნალექების დროს კი ხდება წყლის ჩაჟონვა, რაც საფრთხეს უქმნის და აზიანებს სატუმბ სადგურს.

„საჭიროა საპროექტო ტერიტორიის ჰიდროლოგიური, ჰიდროგეოლოგიური ან/და სხვა კვლევა, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის ჩაჟონვით ნაგებობის დაზიანება“, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 26-29 მარტს იწარმოებს. გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. უშუალოდ რეაბილიტაციის პროცესი ამის შემდეგ დაიგეგმება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები