თბილისში შშმ ბავშვების მშობელთა საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა პირველი საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

ცენტრი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას. ასევე ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის დახმარებითაც მშობლები ქვეყანაში არსებული სერვისის შესახებ კომპეტენტურ ინფორმაციას მიიღებენ.

მშობელთა საინფორმაციო ცენტრი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წამოწყებაა, რომელსაც „ფონდი ღია საზოგადოება“ აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები