საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ხვალინდელ კენჭისყრაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

ეს გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, გუნდში საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.

„ჩვენ ამ კანონპროექტს აუცილებლად მივიღებთ, ვინაიდან მასში ყველა ის პრინციპი, რა მოთხოვნებიც ჰქონდა საზოგადოებას, როგორც მონაწილეობასთან, ისე სიის ფორმირებასთან, შემდგომში პარლამენტში განხილვასა და კენჭისყრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები