ედვარდ იაუ: საქართველოში ჩამოვედით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ურთიერთობის გაღრმავებას

,,ჩვენ აქ ვართ, რომ ჰონგკონგსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ურთიერთობების გაღრმავებას შევუწყოთ ხელი,”- ამის შესახებ ჰონგკონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვიტარების მდივანმა, ედვარდ იაუმ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ჰონგკონგის ბიზნესდელეგაციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას ჰონგკონგის ათეული კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო, რომლებმაც მინისტრისგან და სამინისტროს ხელმძღვანელებისგან საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, ლიბერალური საგადასახადო და სამეწარმეო კანონმდებლობის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, აგრეთვე, სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტებისა და სხვა საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ჰონგკონგის (ჩინეთი კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივნის გაცხადებით, საქართველოსა და ჰონგკონგს ბევრი რამ აქვთ საერთო. მისი თქმით, ორივე თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებია თავისუფალი ვაჭრობითა და ღია ბაზრით. თავისუფალი ბაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის შემდეგ ორივე ქვეყანა დიდ სარგებელს ნახავს.

,,კიდევ ერთი მსგავსება ჰონგკონგსა და საქართველოს შორის ისაა, რომ ორივე ქვეყანას სტრატეგიული განლაგება აქვს. ჰონგკონგი არის ჩინეთისა და აზიის კარი, ხოლო საქართველო, როგორც ვიცით, ევრაზიის კარიბჭეა. ამიტომ ვფიქრობ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო წაახალისებს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას,”- განაცხადა ჰონგკონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა, ედვარდ იაუმ.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჰონგკონგს შორის 2018 წლის ზაფხულში, ,,ერთი სარტყელი – ერთი გზის” სამიტის ფარგლებში გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები