მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე რეკომენდაციებს ვენეციის კომისია აპრილში წარმოადგენს

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე რეკომენდაციებს ვენეციის კომისია აპრილის მეორე ნახევარში წარმოადგენს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედი“ წერს.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს თქმით, მომხსენებლები, რომლებიც საქართველოში აპრილის პირველ რიცხვებში ჩამოვლენ, ადგილზე გამართავენ შეხვედრებს და გაეცნობიან ვითარებას.

,,შეხვედრები დაგეგმილია უმრავლესობასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან. აუცილებელია, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები იყოს მკაფიო და გართულებები – თავიდან აცილებული. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი უნდა იყოს დაბალანსებული და პოლიტიკური აღქმისგან სრულად თავისუფალი. ჩვენ კარგად ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან და ეს წლებია გრძელდება. მოხარულები, ვართ წვლილი შევიტანოთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. მე დიდი სურვილი მაქვს, შევხვდე საქართველოს ახალ პრეზიდენტსაც და ამას აუცილებლად გავაკეთებ საქართველოში ვიზიტის დროს“, – განაცხადა ბუკიკიომ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსთვის, ისევე როგორც ყველა ქვეყნისთვის ევროპაში და მის მიღმა აუცილებელია თავისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები