„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს 24 მარტს ყრილობაზე აირჩევენ

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს 24 მარტს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეთანხმდნენ, რომ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უყრიან კენჭს.

როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ, გუნდში ერთსულოვანია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიონ.

ამასთან, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები, თუ რომელ ოლქში ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“ კანდიდატი და რომელ ოლქში დაუჭერენ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები