“ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ გაითავისა, რომ თავშესაფრის მოთხოვნა ადამიანებისგან, რომლებიც, რეალურად, დევნილები არ არიან, საქართველოს იმიჯს ვნებს”

“ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ გაითავისა ფაქტი, რომ თავშესაფრის მოთხოვნა ადამიანებისგან, რომლებიც, რეალურად, ქვეყანაში დევნილები არ არიან, საქართველოს სახელსა და იმიჯს ვნებს”, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ გაითავისა ფაქტი, რომ თავშესაფრის მოთხოვნა ადამიანებისგან, რომლებიც, რეალურად, ქვეყანაში დევნილები არ არიან, საქართველოს სახელსა და იმიჯს ვნებს და, საბოლოო ჯამში, შეიძლება, ავნოს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან”, – განაცხადა პასკალ მენიემ.
მისივე თქმით, როგორც საქართველოს საგარეო მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საფრანგეთი, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნები,აძლევს პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან საქართველო აღიარებულია სანდო ქვეყნად. ელჩის თქმით, მისი სურვილია, რომ აღნიშნული მესიჯი გაიმეოროს ყველამ, რათა კარგად იყოს გაგებული. პასკალ მენიე აცხადებს, რომ საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს დაეხმარებიან, რათა საზღვრიდან მოქალაქეთა ხშირი გამობრუნება თავიდან იქნეს აცილებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები