„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ერიკ რაჯენდრა ტოვებს. განცხადება ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.”თიბისი ბანკის“ ჯგუფის განცხადების მიხედვით, რაჯენდრამ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. „თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭო შეშფოთებულია, რომ ერიკ რაჯენდრა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. ის დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობდა „თიბისი ბანკთან“ და მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნავს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე.
ერიკ რაჯენდრა, გარდა იმისა, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი იყო, ასევე, იკავებდა საბჭოს კორპორატიული მმართველობისა და დანიშვნის კომისიის თავმჯდომარის პოსტს, რომელსაც ის ასევე ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები