“რედისონ ბლუ ივერიაში”, ხვალ, ფრანგული კომპანია “მექსელის“ პრეზენტაცია გაიმართება

სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ხვალ, 19 მარტს, 11:00-14:00 საათზე, ფრანგული კომპანია “მექსელის“ პრეზენტაცია გაიმართება. როგორ “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან როგორც სამთავრობო უწყების, ასევე – უმსხვილესი ქართული კომპანიების წარმომადგენლები. პრეზენტაციას დაესწრება საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე. ფრანგული კომპანია „ მექსელი“ საზოგადოებას წარუდგენს ეკოლოგიური ეფექტის გაუმჯობესებისათვის საჭირო პროდუქციას – საწვავის დანამატს; კერძოდ, ბენზინ MexMogas-EVO-ისა და დიზელ MexDiesel- EVO-ის დანამატებს. პროდუქცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა წარმოებული და უზრუნველყოფს საწვავის ხარისხის შენარჩუნებას, წვის პროცესის გაუმჯობესებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი გამოყენებით მცირდება მავნე ნივთიერებების გამოყოფა, მათ შორის – CO2-ის.
კომპანია „მექსელი’’ საფრანგეთში 1990 წელს დაარსდა. ფლობს ლაბორატორიას, საინჟინრო მოწყობილობებს და აქვს ISO-ს სერტიფიკატი (ISO 9001). 2012 წლიდან, კომპანიის საქმიანობა კანონმდებლობით არის რეგულირებული. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „ექსპერტო კონსალტინგი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები