ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, რუსეთმა საქართველოს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს

“მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,  კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად.
,,ვუსამძიმრებ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მწუხარება გამოთქვა. ევროკავშირი მიესალმება მისი ნეშტის დროულად გადმოცემას, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს. ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად”, -განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები