გელა ზედელაშვილი: გუბაზ, თემურ ალასანია როლებს რომ ანაწილებდა, ცოტა ხეირიანი როლი ვერ მოგაშავა?!

საინფორმაციო სააგენტო ,,ლიდერის” აღმასრულებელი დირექტორი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის ,,სკნდალზე” წერს. მისი თქმით, სანიკიძე ხურვალეთის თემასთან დაკავშირებით ყალბ პატრიოტიზმს ,,აწვება”.

,,გუბაზ (ჯამბაზ) სანიკიძემ კიდევ ერთხელ ასწია ,,სკანდალი” აქუს კანტორიდან. გაითავისა რა, ლუდა სალიასა და დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია – არიქა, სოფელი ხურვალეთი რუსმა ოკუპანტებმა დაიპყრესო, ასეთი განცხადება გააკეთა:

გუბაზ სანიკიძე: ,,ნახე, რა ხდებოდა დღეს ატოცში, კაცო, წასვლას ვაპირებდი, მერე დავურეკე იქა და არ ხდებაო ისეთიო არაფერიო და დავწყნარდი და დავმშვიდდი”!

გუბაზ, ნეტა თუ ხვდები, როგორი ყალბი და საცოდავი ხარ, როცა აქუს კვნესა-კნავილის ფონზე პატრიოტიზმს აწვები?! ჯერ ერთი, ცრუ განგაში ხურვალეთიდან გაისმა და არა ატოციდან, მეორეც – თუ გადარეკე და გითხრეს, არაფერი ხდებაო, მაშინ რაღას ამტკიცებ, ნახე, რა ხდებაო? ესე იგი, რაღაცა ხდება და თან არ ხდება, ნუ ჩამოხვალო, ხომ?!

არა, თუ ხდება და თან არ ხდება, მერე რანაირადღა ხება?!
გუბაზ, შე მიხა სააკაშვილის ჯამბაზო, შენ თუ პოლიტიკოსი ხარ, მაშინ მე შტეფან ცვაიგობაზე ვაცხადებ პრეტენზიას!

ისე, თემურ ალასანია როლებს რომ ანაწილებდა, ცოტა ხეირიანი როლი ვერ მოგაშავა?!,”- წერს გელა ზედელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები