გიორგი ბადაშვილი: პროკურატურის მიმართ ნდობა ამაღლდა

საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობა ამაღლდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა განუცხადა. ბადაშვილი სტუ-ს პირველ კორპუსში, პროკურატურაში სტაჟირების მსურველთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას გაეცნო.
“პროკურატურაში სტაჟირების მსურველთა რაოდენობა ძალიან მაღალია. წელს 1700 განაცხადი შემოვიდა, როდესაც წინა წლებში ეს რიცხვი 700-800-სს შეადგენდა. ეს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას ცხადყოფს. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა და ახალი ნიჭიერი კადრების მოზიდვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ტესტირებას გადიან დღეს, მოხვდნენ პროკურატურაში და აქტიურად გააგრძელონ მუშაობა”, – აღნიშნა გიორგი ბადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები