ანრი ოხანაშვილი ელენე ხოშტარიას: ქალბატონო ელენე, თქვენ რაღაც ამ ბოლო დროს, თავს ვერ იკავებთ. რატომ?

„ქალბატონო ელენე, თქვენ რაღაც ამ ბოლო დროს, თავს ვერ იკავებთ. რატომ? დამშვიდდით!“ -ამ სიტყვებით მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ ელენე ხოშტარიას.
კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც დეპუტატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე შენიშვნებს ისმენდნენ. ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის შოკისმომგვრელი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩინჩალაძის გვარის მოსამართლეთა შორის დასახელება.
„მეგონა, რომ შერცხვებოდათ და ამაზე არ წავიდოდნენ. კიდევ მეგონა, არ ვიცი ბოლომდე, რატომ მჯეროდა ამის“, – განაცხადა ნაზი ჯანზაშვილმა.
არამოსამართლე წევრი კომიტეტის თავმჯდომარემ შეაჩერა და განუცხადა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გააკეთებდა და კანონპროექტის განხილვას დაბრუნებოდნენ. ოხანაშვილის განცხადებას კი ელენე ხოშტარიას რეპლიკა მოჰყვა:
„თქვენ რა ცენზურას უყენებთ, ვერ გავიგე?! უნდა პოლიტიკურს გააკეთებს და უნდა შინაარსობრივს. ასე თვლის!“, – განაცხადა ხოშტარიამ.
საპასუხოდ, ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„ქალბატონო ელენე, თქვენ რაღაც ამ ბოლო დროს, თავს ვერ იკავებთ. რატომ? დამშვიდდით! არის სხვა ტრიბუნებიც. თქვენთვის რეგლამენტი არაფრისმომცემია, საქართველოს კონსტიტუცია არაფრისმომცემია. თუ ასეთი პრინციპული ადამიანი იყავით, თავის დროზე დაგეტოვებინათ თანამდებობა და წასულიყავით“,- მიმართა ოხანაშვილმა ხოშტარიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები