გია ვოლსკი: ოკუპაციის წინაშე რომ დგახარ, მეტი სიბრძნეა საჭირო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სოფელ ხურვალეთში გუშინ გარკვეული პროვოკაცია იყო. როგორც მან აღნიშნა, გამოკვეთილია მცდელობა, რომ მდგომარეობა როგორმე დაიძაბოს.
„ვფიქრობ, გუშინ გარკვეული პროვოკაცია იყო. ოკუპაციის წინაშე რომ დგახარ და თვალებში ჩასცქერი ხალხს, ვინც ოკუპაცია მოახდინა, მეტი ყურადღებაა საჭირო, მეტი სიბრძნეა საჭირო. მუდმივად საჭიროა იმ მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რის გამოც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ოკუპანტ ძალას თავისი დამოკიდებულება აჩვენა.
რაც შეეხება ამ ზონაში შესვლის სურვილს, რადგან ხელისუფლება, კონკრეტულად ძალოვანი სტრუქტურები, მიიჩნევენ, რომ ჯერ ამის დრო არ არის, ნდობაც უფრო მეტი უნდა გქონდეს. ძალიან გამოკვეთილია მცდელობა, რომ როგორმე დაძაბონ სიტუაცია და როგორმე პოლიტიკურ ჭრილში ან პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, მეტი იღვაწონ, ვიდრე ბრძნულად იფიქრონ შექმნილ სიტუაციაზე“, – განაცხადა ვოლკსიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები