ანრი ოხანაშვილმა დეპუტატები – ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატები – ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. სხდომაზე, სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პრინციპს განიხილავენ, მომხსენებლები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არ გამოცხადდნენ.
„საორგანიზაციო ჯგუფისთვის უცნობია, რატომ არ გამოცხადდნენ დეპუტატები სხდომაზე. მე ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, თუნდაც საზოგადოების წინაშე. როდესაც კანონპროექტის ინიცირებას ახდენ, ამ კანონპროექტის მომხსენებელი ხარ და არ ცხადდები მიზეზის გარეშე, ვფიქრობ, სულ მცირე, ეს უპასუხისმგებლობაა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ გუშინ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრებას და მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის წარდგენას არ აპირებდა. როგორც ბესელიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, წამყვან კომიტეტზე დაუსწრებლობის მიზეზი, სხდომის არასამუშაო დღეს დანიშვნაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები