პარლამენტში ოთარ კახიძე და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტში მოსამართლეების შესახებ „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტის წარდგენის დროს, დეპუტატებს შორის ცხარე კამათი მოხდა. პარლამენტის წევრებმა, ოთარ კახიძემ და მამუკა მდინარაძემ ერთმანეთი ტყუილში დაადანაშაულეს.
„შენ ცდილობ, მე მომატყუო. ორი დღეა ატყუებთ დეპუტატებს და ხალხს რას უშვები, წარმომიდგენია“, – ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოთარ კახიძეს.
თავის მხრივ, ოთარ კახიძემ მამუკა მდინარაძე დაადანაშაულა ტყუილში.
„დამშვიდდი მამუკა, ტყუილების მეტი არაფერი გიკეთებიათ შენ და შენს პოლიტიკურ გუნდს 7 წლის განმავლობაში“,- განაცხადა კახიძემ.
„ტყუილებზე როდესაც ლაპარაკობ, შეგახსენებ შენს მთელ პერიოდს. 2012 წლამდე არგუმენტებით რომ მელაპარაკები, 2019 წელს და მერე ასე თამამად რომ ლაპარაკობ, არ უნდა უნდა მოგვატყუო“, – მიმართა მდინარაძემ კახიძეს, რაზეც კახიძემ ასევე კითხვით მიმართა:
„ვის აქვს აბა ლაპარაკის უფლება, ჩინჩალაძეს და მურუსიძეს?“
საპასუხოდ, მდინარაძემ განაცხადა, რომ „ამ სახელების მოწეპებას“ რომ ცდილობენ, ესეც ტყუილია.
„ათი წუთია გეხვეწება კაცი და სიმართლე ვერ გათქმევინა, თუმცა სიმართლეს როგორც კი იტყვი, მიხვდები, რომ სისულელეა ეს, კანონპროექტი კი არ არის და ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს არის შეურაცხმყოფელი“, – განაცხადა მდინარაძემ, რის შემდეგაც კახიძემ უპასუხა, რომ მას შეეძლო სხდომა დაეტოვებინა.
„ბევრჯერ თუ გამოიყენებენ სიტყვა სისულელეს, შენ თვითონ გამოჩნდები სულელად“, – მიმართა კახიძემ მდინარაძეს
ამის შემდეგაც მდინარაძემ მას კორექტულობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები