სალომე ზურაბიშვილი: ტერორიზმით გამოწვეულ ტრაგედიებს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალ ზელანდიაში მომხდარი ტრაგედია ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „49 ადამიანის მკვლელობა ახალ ზელანდიაში ტერორისტული აქტია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. საქართველო დგას ახალი ზელანდიის ხალხისა და მსოფლიოში მუსლიმი თემის გვერდით, იმ იმედით, რომ ტერორიზმით გამოწვეულ ტრაგედიებს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმევა“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვებიც. პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც იმ დროისთვის 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების შემდეგ კი, ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა. ამ ინციდენტიდან მცირე დროის შემდეგ, მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩარჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა. კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები