ადგილობრივი – ზედ “საზღვარზე” ვიყავი, მავთულხლართებთან და არავინ გადმოსული არ მინახავს

სოფელ ხურვალეთში მცხოვრების ინფორმაციით, პირადად იყო იმ ადგილას მისული, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ჯარისკაცები იყვნენ გადმოსულები, მაგრამ ვერავინ ვერ ნახა. მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაშიც სიწყნარე იყო.

“დილის შემდეგ, სამჯერ ვიყავი იმ ადგილას, სადაც ამბობდნენ, რომ რუსი ჯარისკაცები შემოვიდნენო. არავინ არ მინახავს, როგორ ვთქვა, რომ ვიღაცაა შემოსული. ზედ საზღვარზე ვიყავი, მავთულხლართებთან. წამომყევით და ვნახოთ, თუ გნებავთ. 2008 წლის შემდეგ, შემოღობეს რუსებმა ეს ტერიტორია, ყოველდღიურადაც არანაირი პრობლემა არ გვექმნება. მოსახნავი მქონდა მიწა და პოლიციის ზედამხეველობის ქვეშ მოვხანი ზედმეტი პრობლემა, რომ არ შექმნილიყო”, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები