თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის II, VII, VIII, მიკრორაიონების, ხევისპირის, ბერთუბანის, დავით აღმაშენებლის, დრანდის, ფარსმან II ქველის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, ხიზაბავრის და ხიზამბარელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, გურამიშვილის გამზირის, მუხიანის ნაკვეთების, ალექსანდრე ბარამიძის და რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, სამგორი-I დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 მასივის I, X კვარტლების, ვარკეთილი-3 მასივის ზემო პლატოს, ქინძმარაულის, შუამთის, აბაშვილის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, ქეთევან დედოფლის გამზირის, სომხეთის ჩიხის, ჯუმბერ ლეჟავას, ვაზის, პატარიძის, გიორგი დეკანოზიშვილის, თამარ ღვალაძის, მამისაანთუბნის, აშოტ კურაპალატის, თეოფანე დავითაიას, იოზეფ პილსუდსკის, წყალსადენის, კაჭარავას, დესპინე გელოვანის, ეთერ კაკულიას, უჯარმის, დოლაბაურის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის და პატარძეულის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ხახანაშვილის, წინანდალის და ვაჟა ივერიელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ნადირა ხოშარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, ფოთის და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კოსმონავტების და გუდაუთის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, პუშკინის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და რაფიელ ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტურგენევის, ჩიქობავას, ჯავახიშვილის და საბჭოს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფიზკულტურის, ოჟიოს, კოდორის, გიორგი მიროტაძის, ვახტანგ ბოჭორიშვილის და ანდრია აფაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის და გურიელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები