ზურაბ ჯაფარიძის მუქარა ირაკლი სესიაშვილს: ვერ გიშველის საპატრიარქო

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, არამართლმადიდებელ სასულიერო პირებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლება გაუუქმდებათ​. როგორც ჯაფარიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ხელისუფლება ან სავალდებულო ჯარს გააუქმებს ან ის საზოგადოებას ქუჩაში გამოიყვანს.
“15 000-ზე მეტი ახალგაზრდა გადავარჩინეთ 1-წლიან მონობას, სამსახურის დაკარგვას, კარიერის და ოჯახების დანგრევას, ჯანმრთელობის პრობლემებს და თავდაცვაში უკვე ფესვგადგმულ საბჭოთა ‘ძედავშინას’ ან გააუქმებთ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ან შეაჩერებთ მაგ ენითაღუწერელ მავნებლობას ან მე დავურეკავ ყველას სათითაოდ, ოჯახებით და მეგობრებით გამოვიყვან რუსთაველზე და ვერ გიშველის საპატრიარქო”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
​ცნობისთვის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტს ახალი ინიციატივა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, მღვდელმსახურების სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობის ნორმა უქმდება.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათთან დაკავშირებით, კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები