კანონპროექტით, წვევამდელები, რომლებიც სწავლის პარალელურად, სამხედრო სავალდებულო სამსახურს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში გაივლიან, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ

წვევამდელები, რომლებიც სწავლის პარალელურად, სამხედრო სავალდებულო სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში გაივლიან, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ, – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მოამზადა.
დეპუტატი განმარტავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, წვევამდელები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათებითაც ისარგებლებენ და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
„იმისთვის, რომ ახალგაზრდებს განათლების მიღების მეტი საშუალება ჰქონდეთ, ვთავაზობთ, სამხედრო სავალდებულო სამსახური დაცვის პოლიციის დეპარტამენტში გაიარონ და ანაზღაურებად ხელზე 200 ლარს მიიღებენ. სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ, რაც ხელშეწყობაა, რადგან სწავლის პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან და ამაში ანაზღაურებას მიიღებენ. დიდი თანხა არ არის, მაგრამ სამ დღეში ერთხელ სამსახურის შემთხვევაში, ნორმალურია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისი შეფასებით, ერთის მხრივ, ცვლილება ქვეყნის ინტერესს ემსახურება და ამავდროულად, სტუდენტების ხელშეწყობისკენ არის მიმართული.

წყარო: “პირველი არხი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები