ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია – „ენერგეტიკა და გარემო“ გაიმართება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – ,,ენერგეტიკა და გარემო“ – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
კონფერნეციას, რომელიც 14 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი და საქართველოში მოქმედი ენერგოკომპანიების ხელმძღვანელები დაესწრებიან.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „თელასი“, „საქრუსენერგო“, ენერგოეფექტურობის ცენტრი, საკონსულტაციო-საპროექტო კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ (GEG), „ბლაუენშტაინ საქართველო“ (Blauenstein Georgia)
სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დაწესებულია ფულადი პრიზები გამარჯვებულთათვის, რომლებსაც სპეციალური ჟიური გამოავლენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები