სემეკი ნეტო-აღრიცხვის რეგულაციებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 14 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში განსახორციელებელ ცვლილებებს განიხილავს.
ცვლილებების მიხედვით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა მომხმარებელთა ჯგუფებს შეეძლებათ.
„საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სემეკის მიერ დანერგილი ნეტო-აღრიცხვის სისტემა, საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა ელექტროენერგია გამოიმუშაოს საკუთარი მოხმარებისთვის განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. ნეტო-აღრიცხვის სისტემა იძლევა შესაძლებლობას, ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის შენახვა მოხდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და არა ძვირად ღირებულ აკუმულატორებში. წესების შესაბამისად, განახლებად ენერგიებზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და მისი დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს“,- აცხადებენ სემეკში.
მათივე ცნობით, საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები