კახა კალაძე: მეორადი საბურავების რეალიზებაზე კონტროლი მკაცრდება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, თბილისში მეორადი საბურავების, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების რეალიზებაზე კონტროლი გამკაცრდება.
„მხოლოდ დაშვებულ ზონაში განთავსდება და რეალიზება დარეგულირდება გარკვეული წესებით. ჩვენ ამას გვკარნახობს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ბევრი ადგილი გაქვს ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ერთ-ერთი მაგალითი ჩვენთან ახლოს არის – ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელი ზონაა და იქ პირდაპირ ხდება ასეთი მასალების ყიდვა-გაყიდვა. მეორადი საბურავების, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების რეალიზებაზე კონტროლი გამკაცრდება.
ეს ყველაფერი უნდა იქნას დარეგულირებული. გარკვეული ბუფერული ზონები უნდა შეიქმნას ასეთ სამეწარმეო და საცხოვრებელ ადგილებს შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ქალაქში ასეთი ზონები არ არსებობს და მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, აღწეროს ისეთი ტერიტორიები, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება და უფლებრივი ზომების მიუხედავად, კონკრეტული სახის საქმიანობა აკრძალოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები