უკრაინის მესაზღვრეები სააკაშვილს ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ

​უკრაინის მესაზღვრეები, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე პირველ აპრილს, არჩევნების მეორე დღეს, არ შეუშვებენ. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის სპიკერმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა.
“აღნიშნული პირი არ არის უკრაინის მოქალაქე და არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შემოვუშვათ 2021 წლამდე”, – განაცხადა სლობოდიანმა.
ცოტახნის წინ, სააკაშვილმა საკუთარი მიზნების დასამტკიცებლად, უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს უკრაინის მიმართულებით ელექტრონული ბილეთი აჩვენა.
“მე ელექტრონული ბილეთი მაქვს ამა წლის პირველი აპრილისთვის. ვარშავიდან მე კიევში მივფრინავ კიევის დროით 14:05 საათზე, ვგეგმავ ბარისპოლში დავეშვა. ეს ბილეთი მე იმიტომ ავიღე, რომ დარწმუნებული ვარ პოროშენკო მეორე ტურში არ წავა და ამის შემდეგ, არცერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას არ შემიშვას მე უკრაინაში”,- განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები