78 წლის მურაზ მაჭავარიანს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
„ღმერთი უმიზეზოდ არაფერს აკეთებს. ახლა მე მესმის, რომ ჩემი ინსულტი ერთადერთი გზა იყო, რომ მე რწმენა დამებრუნებინა. უფალი მძიმე განსაცდელს უმიზეზოდ არ გვიგზავნის“, – ეს სიტყვები 78 წლის მურაზ მაჭავარიანს ეკუთვნის. იგი II ჯგუფის ინვალიდი გახლავთ. მაღალი წნევის ფონზე მან იშემიური ინსულტი მიიღო და სხეულის მარჯვენა მხარე წაერთვა. გარდა ამისა, მურაზს დარღვეული აქვს სისხლის მიმოქცევა და ფეხებზე ხშირად უჩნდება წყლულები. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. „ჩერნოვეცკის“ ფონდის წარმომადგენელმა მურაზს მაჭავარიანს რამდენიმე კითხვით მიმართა:
– ბატონო მურაზ, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ?
მურაზი მაჭავარიანი: ჩვენ საკუთარი ბინა გვქონდა, მარგამ მძიმე წლებში დავკარგეთ იგი. დიდხანს სხვადასხვა მიტოვებულ სახლებში ვცხოვრობდით. მერე სახელმწიფომ ამ მოუწესრიგებელ შენობაში გამოგვიყო ბინა. ეს სახლი ჩვენ არ გვეკუთვნის და ვერ შევძელით ფართის დაკანონება. წყლისა და გაზის გარდა სხვა არაფერი არის ამ სახლში.
– ყველაზე მეტად ამ ეტაპზე რა გესაჭიროებათ?
მურაზი მაჭავარიანი: გაიხედეთ, ბინაში თითქმის არ არის ავეჯი. საწოლები ნახევრად დანგრეულია. ზამთარში გამათბობელით ვთბებით, ხშირად ვთიშავთ, დიდ გადასახადს ვერ გავწვდებით. ტექნიკიდან მხოლოდ ძველი მაცივარი და გაზქურა გვაქვს. ტელევიზორი დიდი ხნის წინ გაფუჭდა, ვერ შევაკეთეთ.
მეგობრებო, მურაზ მაჭავარიანი წლებია გარეთ არ გასულა. მასთან “ჩერნოვეცკის” ფონდის სოციალური და სამედიცინო მუშაკები დადიან. მათი დახმარებით მოხერხდა მუნიციპალიტეტიდან მედიკამენტებით დახმარების მიღება. მედდები მურაზს გადაუდებელ სამედიცინო პროცედურებს უტარებენ .
“მურაზ მაჭავარიანს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება! მიუხედავად მისი მდგომარეობისა, მას კიდევ შეუძლია სრულყოფილად იცხოვროს! თქვენი მცირედი დახმარებაც კი მნიშვნელოვანია! ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მურაზ მაჭავარიანი) გადარიცხვა შესაძლებელია ასევე ფონდის საიტიდან “,-აცხადებენ ფონდში.
R