ფოთში 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა

ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა.
როგორც ცნობილია, ქვესადგურში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო, წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ნაგებობაში ზედა მხრიდან მოხვდა, სადაც პატარა ადგილი ღია მდგომარეობაში იყო დარჩენილი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი ძლიერი დამწვრობით ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.ექიმების თქმით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები