თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დიდუბის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ფიფიების, ბათუმის, თევდორე მღვდლის, გორის, ვახუშტი ბაგრატიონის, ცემის, ზუგდიდის, ცაბაძის, ფოთის, სოხუმის, ვორონინის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, ვიქტორ კუპრაძის, სესილია თაყაიშვილის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგიულის, მუხაძის, ჩხავერის, ქინქლაძის, თავკვერის და ველისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, გამრეკელის, კუტუზოვის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის და ბზვანელის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის და დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის, ლაღიძის, ბროსეს, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, აპოლონ ქუთათელაძის, ჭანტურიას, ვირსალაძის, გერცენის, ალ.ჭავჭავაძის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, ფხოვის, თაბუკაშვილის, ვეკუას, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თარხნიშვილის, მელიქიშვილის და რაზმაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, გარიყულის, თიანეთის, სიხარულიძის, სამუელ ბუაჩიძის, ჩარგლის და მრევლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გლდანულას, კაჭარავას, ჯანჯღავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ჯანაშვილის, მეგობრობის, გლდანის ხევის, ულიანოვის, გმირ კურსანტთა, ქერჩის და კობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვაზისუბნის I, II, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, მხატვრების დასახლების, მეტრომშენის დასახლების, შანდორ პეტეფის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, სულაქველიძის, ალექსანდრე წულუკიძის, მუსხელიშვილის, ბერი გაბრიელ სალოსის, ალუბლების და ხელოვანთა ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები