ორი დღეა 25 წლის გიგი გეგეჭკორს ეძებენ

გიგი გეგეჭკორს მეგობრები და ახლობლები უკვე ორი დღეა ეძებენ, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ერთ-ერთი მეგობარი ლევან გოგატიშვილი წერს.

მისი მეგობრები განმარტავენ, რომ გიგი არაფხიზელ მდგომარეობაში 9 მარტს, შაბათ საღამოს, წითელსოფლიდან სავარაუდოდ, გუდაურის მიმართულებით წავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოიკითხნენ მეგობრები, რომლებიც აგარაკზე შაბათ საღამოს გეგეჭკორთან ერთად იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143 – ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები