“ვარაზისხევი ამოქოლეს” – დავით მესხიშვილი „ვერეს“ ტრაგედიის გამეორებას წინასწარმეტყველებს

“ისტორია მეორდება!” – აცხადებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი და მდინარე „ვარაზს“ 4 წლის წინ მომხდარ, „ვერეს“ ტრაგედიას უწინასწარმეტყველებს.
„ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც ვერეს ხეობაში!
მშენებლებმა ვარაზისხევი მთლიანად ამოქოლეს კლდის ნაშალით და სამშენებლო მასალით. მდინარე ვარაზისხევი კი ბეტონის მცირე ზომის სადინარში მოაქციეს. მეწყრული პროცესებისა და წყალმოვარდნების (რაც ვარაზისხევს ახასიათებს) “შესაჩერებლად” რკინის მინი კონსტრუქცია განათავსეს. ხევში მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა. ფაქტია, შესაბამისმა უწყებებმა ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს, ვერეს ტრაგედიიდან 4 წლის თავზე“, – წერს დავით მესხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისს, მდინარე ვერე ადიდდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები