1 აშშ დოლარი 2.6866 ლარი გახდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი კურსი დაადგინა, შესაბამისად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6866 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6866 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6878 ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0214 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0396 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0182 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები