“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის მოსახლეობისთვის 2014 წლის 27 მაისს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში დღეს მთლიანად აკმაყოფილებს “სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით”გათვალისწინებულ პარამეტრებს. კომპანიის ინფორმაციით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ოფიციალური ფეისბუქის გვერდით თბილისელებს საშუალება აქვთ, ყოველდღიურად გაეცნონ “სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით” გათვალისწინებულ პარამეტრებსა და კომპანიის წყალსადენის სათავო ნაგებობებიდან მიღებული სასმელი წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებს. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ აბონენტს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით რაიმე სახის ეჭვი ან პრეტენზია გაუჩნდება, შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ), ან ფეისბუქის გვერდს.