“ყოველთვის მზად ვარ, ხმამაღლა და საქმით განვაცხადო ჩემი თანადგომა ქალთა სამუშაო პირობების და უფლებების დასაცავად”

ჩემთვის, როგორც ქალი პარლამენტარისთვის, განსაკუთრებულად სენსიტიური და მნიშვნელოვანია საქართველოში ქალთა შრომითი პირობები და მათი სოციალურ-ეკონიმიკური მდგომარეობა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ნინო წილოსანი ქალთა საერთაშორისო დღეს და „სოლიდარობის ქსელის” მიერ დაანონსებულ მსვლელობას.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, უთანასწორო გარემო და უსამართლო სამუშაო პირობები, შეუფასებელი და დაუფასებელი ქალების საოჯახო საქმიანობა, ნამდვილად არის პრობლემა, რომელსაც უამრავი ქალი აწყდება.
“ჩემთვის, როგორც ქალი პარლამენტარისთვის, განსაკუთრებულად სენსიტიური და მნიშვნელოვანია საქართველოში ქალთა შრომითი პირობები და მათი სოციალურ-ეკონიმიკური მდგომარეობა.
უთანასწორო გარემო და უსამართლო სამუშაო პირობები, შეუფასებელი და დაუფასებელი ქალების საოჯახო საქმიანობა, ნამდვილად არის პრობლემა, რომელსაც უამრავი ქალი აწყდება, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვარ, ხმამაღლა და საქმით განვაცხადო ჩემი თანადგომა ქალთა სამუშაო პირობების და უფლებების დასაცავად.
მინდა, 8 მარტს კიდევ უფრო მწვავედ დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია ქალების უფლებებთან დაკავშირებით და ხმამაღლა განვაცხადო, რომ ქალები საკუთარი რეალიზაციისთვის ორმაგი დატვირთვის ქვეშ იმყოფებიან, ქალების მიმართ არასათანადო სამუშაო პირობების, დაუფასებელი, წინააღმდეგობრივი და დაუბალანსებელი სამუშაოს, სექსუალური შევიწროების ნებისმიერი ფორმები საჭიროებს ჩვენი საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი მთავრობის თანმხვედრ ჩართულობას, და რეალურ ნაბიჯებს, რათა საბოლოოდ, გავიდეთ შედეგზე და ქვეყანამ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ევროპული ტიპის მიდგომის მოდელი მიიღოს.
ჩემი მხრიდან, მზად ვარ და ასევე, საკითხის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, მინდა, მოვუწოდო საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს, ჩემს კოლეგებს და ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა ერთად აღვუდგეთ ქალთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და დავეხმაროთ მათ, ვინც საკუთარი ძალით ვერ უპირისპირდება რეალობას”, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
„სოლიდარობის ქსელი“ ქალთა საერთაშორისო დღეს მსვლელობით „მშრომელი ქალებისთვის“ აღნიშნავს. აქცია 16 საათზე რუსთაველის გამზირიდან დაიწყება.
„სოლიდარობის ქსელის“ განცხადებით, 8 მარტს გამოდიან არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, რადგან მათ სჭირდებათ და იმსახურებენ უკეთეს სახელმწიფოს უკეთესი სოციალური სისტემით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები