N5 პენიტენციურ დაწესებულებას მწერლები ესტუმრნენ

N5 პენიტენციურ დაწესებულებას წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ წარმომადგენლები და მწერლები – თათული ღვინიანიძე, ალეკო შუღლაძე და რამაზ გიგაური ესტუმრნენ. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ბიბლუსმა“ ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრად ცნობილი ავტორების წიგნები გადასცა, მწერლები კი მსჯავრდებულ ქალებს თავიანთ შემოქმედებაზე ესაუბრნენ და საკუთარი წიგნები წარუდგინეს.
როგორც „ბიბლუსის“ საზოგადოებათან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ჯაფარიძემ აღნიშნა, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები