გიორგი ბეგაძე: საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების დიდი პერსპექტივა არსებობს
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ეკონომიკური პოლიტიკის პირველმა მოადგილემ გიორგი ბეგაძემ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა.
„დღეს, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ტურიზმითან დაკავშირებული საინტერესო იდეა გააჟღერა. საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების დიდი პერსპექტივა არსებობს, ჩვენი ქვეყანა თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, საქმიანი შეხვედრების ჩატარების კარგ შესაძლებლობებს იძლევა.
დავეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ ამ მხრივ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
რეგიონში სამეცნიერო, სასწავლოდა ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სიახლოვე, აღნიშნული შენობის არქიტექტურა, რეგიონის განვითარების და ინვესტიციების მოზიდვის ახალი შესაძლებლობები და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივის გაჩენა, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ იდეას”,- აღნიშნა გიორგი ბეგაძემ.